logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება
- +

30 ივნისი. 2022. 01:50

ალბათ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს იდეა არის ქართველების და ქართული კულტურის წარმატება და ის ორი დიდი ისტორიული ღონისძიება, რომელიც ჩატარდა. ილია მეორის მიერ დაფუძნებულმა საკათედრო გუნდმა იგალობა სიქსტის კაპელაში და დღეს დილით, როდესაც პაპმა ფრანცისკემ აღავლინა პეტრე-პავლობის მესა, ჩვენს გუნდს „შენ ხარ ვენახისა“ და პატრიარქის მიერ შექმნილი „ავე მარიას“ გალობის შესაძლებლობა მიეცა. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, რომელსაც ღირსეულად დავხვდით. ის ძმობა, ვციტირებ რომის პაპს, რომელიც აერთიანებს მას და ჩვენს პატრიარქს, გამოიხატა ამ ჰარმონიასა და გალობაში“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner