logo_geo
eng_logo
ჯგუფი „ალეგრო“ ალბომის პრეზენტაციას აგვისტოში გეგმავს
- +

8 მარტი. 2016. 21:16



ახალი მუსიკალური ანსამბლი „ალეგრო" პირველ ალბომზე მუშაობს. სიმღერების ჩაწერის პროცესი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ჯგუფი მომღერალმა პაატა სვანიძემ ჩამოაყალიბა, რომელიც აქამდე იტალიაში მოღვაწეობდა.


„რეპორტიორს" ანსამბლის ერთ-ერთი წევრი გოჩა რუხაძე ესაუბრა.

 

„მანამდე მე და ხვიჩა მანჯგალაძე ვიყავით ანსამბლ „იბერეთის" წევრები. ჩვენ პაატა სვანიძეს ვიცნობდით ადრეც, მას შევხვდით დაახლოებით ერთი წლის წინ და გადავწყვიტეთ ახალი ხედვით ჩამოგვეყალიბებინა ახალი ანსამბლი. მე და ხვიჩას გამოცდილება ფოლკლორში და პაატა სვანიძის გამოცდილება კლასიკაში  სინთეზურად გავაერთიანეთ.  ახლა ვმუშაობთ აჭარულ პოპურზე, რომელიც აჭარულ მოტივზეა აგებული, თუმცა ეს არ იქნება სუფთა აჭარული სიმღერა. აქ იქნება იმპროვიზაციაც, საბოლოო ჯამში, ეს იქნება მხიარული და პოზიტიური ნაწარმოები", - განაცხადა რუხაძემ.

 

ჯგუფი „ალეგრო" ალბომის პრეზენტაციას აგვისტოში გეგმავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner