ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ ფეისბუქ-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელზეც ჩანს, რომ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.
„იბადება შეკითხვა - ვინ მართავს „ნაცების“ „სირცხვილიას“ გვერდს რუსეთიდან, მაქარაშვილის თუ ხოშტარიას კურატორები? ყოველდღიურად ჩნდება იმის უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით, დაფინანსებით და „გაიდლაინებით“, - წერს გია აბაშიძე.