logo_geo
eng_logo
ლაშა მიქელაძემ აჭარის ა/რ უმაღლესის საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს „ბათუმის ბულვარის“ ანგარიში წარუდგინა
- +

30 ივნისი. 2022. 16:17

 

 

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ლაშა მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარსდგა.

 

ახალმა ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების წინაშე, ბათუმის ბულვარის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, კერძოდ კი, მწვანე საფარის მოვლის, ბულვარის ინფრასტრუქტურული მართვის, ქონების განკარგვისა და  ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

 

კომიტეტის სხდომაზე, ლაშა მიქელაძემ  გასული წლის ანგარიშის პარალელურად,  2022 წლის მიმდინარე საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დასრულებულ დოკუმენტს და   ტურისტული სეზონის მზადების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner