logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „სირცხვილიას“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, ოპოზიციას და მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია?
- +

30 ივნისი. 2022. 16:27

 

 

„ფაქტი რომ ჯიუტია, არაერთხელ გაგვიგია. ჰოდა, აქაც ამ სიჯიუტესთან ერთად ერთ უბრალო ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე, როგორც აღმოჩნდა, „სირცხვილიას“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, გინდაც თქვით, რომ მათ შორის რუსეთიდანაც! ოპოზიციას, მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ ფეისბუქ-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელზეც ჩანს, რომ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, „ჩვენ არათუ ვიცით რუსეთი ვინაა, უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ სამი ომიც გამოვიარეთ და ახლა ვიღაცებს თურმე ის არ მოსწონთ, კიდევ ომს არ ვაპირებთ“.

 

„ფაქტი რომ ჯიუტია არაერთხელ გაგვიგია. ჰოდა, აქაც ამ სიჯიუტესთან ერთად ერთ უბრალო ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე. როგორც აღმოჩნდა, „სირცხვილიას“ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ! ახლა, როგორც გინდა განსაჯეთ, გინდაც თქვით, რომ მათ შორის რუსეთიდანაც! ოპოზიციას, მათ ტელევიზიებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ აქაც ის შემთხვევა გვაქვს, როცა ელენე ხოშტარიას რუბლები კი არის რუსული, მაგრამ ეს ხომ ელენე ხოშტარიაა?! სხვათა შორის, ამერიკის ელჩსაც, ქალბატონ კელი დეგნანსაც უნდა ვკითხოთ, დიდი განცხადება რომ შემოგვთავაზა დღეს, სადაც „შეგვახსენა,“ თუ როგორი ცუდია რუსეთი, მის გულწრფელობას ნამდვილად დავიჯერებ, თუ იმავეს საჯაროდ ელენე ხოშტარიას ეტყვის, რუბლების რუსეთიდან მიღება არაპატრიოტულია, თან თუ ვერ/არ ამტკიცებ, რა ფულია, „სირცხვილია“ რუსეთიდან რომ იმართება, არ შეიძლება, სახიფათოა, დასაგმობია!

 

იქვე „ნაციონალებს“ თუ შეახსენებს, რომ მათი ლიდერი კობა ნაყოფია, რუსეთის მოქალაქეა, რომ სააკაშვილის უგუნურობით, რუსეთმა როგორ მოახერხა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაცია (რის თაობაზეც მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა!), არც ის გამოეპარებოდა ქალბატონი ელჩის მახვილ თვალს, რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსებს, აი, იმ ხალხმა, რომელთა გუნდში დაუფარავად არიან ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი გიგაური. თორემ ჩვენ არათუ ვიცით, რუსეთი ვინაა, უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ სამი ომიც გამოვიარეთ და ახლა ვიღაცებს თურმე ის არ მოსწონთ, კიდევ ომს არ ვაპირებთ. სხვათა შორის, ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, ვისაც ომი სურს საქართველოშიო, რუსულ გეგმაში ჯდებაო, ჰოდა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანილოვმა, არესტოვიჩმა, არახამიამ არაერთხელ მოგვიწოდეს, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო და რუსეთის კარნახით გვეუბნებიან??? და საერთოდ, ვისაც აქ არეულობა და რევოლუცია უნდა, რუსულ სცენარში ჯდება, ასე არაა? გინდა ქართველი იყოს და გინდაც უცხოელი, ასე არ არის, ქალბატონო ელჩო, ღრმად პატივცემულო კელი დეგნან?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner