logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში არ უნდა იყოს გაუგებრობა, თუ გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს ალიანსის პასუხს
- +

30 ივნისი. 2022. 16:32

 

 

„NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობაა, არ იყოს რაიმე გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავსს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის მთავარი გზავნილი და მიზეზი, რატომ ახდენენ ესკალაციის პრევენციას და ინარჩუნებთ მშვიდობას NATO-ს ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო მეტად სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ცხელი ომი მიდის ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლის მსგავსი ევროპაში არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიტუაცია შეიძლება უფრო გართულდეს, რადგან თუ ეს გადაიზრდება რუსეთის და NATO-ს სრულმასშტაბიან ომში, ვნახავთ ტანჯვას, ზარალს და სიკვდილს იმაზე დიდი მასშტაბით, რასაც ვხედავთ დღეს უკრაინაში. ამიტომ NATO-ს აქვს ორი ამოცანა: ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ასევე, გვაქვს მთავარი პასუხისმგებლობა, რომ მოვახდინოთ ესკალაციის პრევენცია უკრაინის გარეთ. სწორედ ამიტომ, NATO არ არის კონფლიქტის ნაწილი. სწორედ ამიტომ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ გამოვრიცხოთ მოსკოვში ნებისმიერი არასწორი გათვლა და გაუგებრობა ჩვენს მზადყოფნაზე, რომ დავიცავთ ალიანსის ყველა სანტიმეტრს. NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, არ იყოს რაიმე სახის გაუგებრობა რომელიმე მოწინააღმდეგის გონებაში, რომ თუ ისინი გააკეთებენ იმის მსგავს რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს საქართველოში და ახლა აკეთებენ უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს. ეს არის მთავარი გზავნილი და ეს არის მიზეზი, რატომ ვახდენთ თავდასხმის პრევენციას და ვინარჩუნებთ მშვიდობას NATO-ს ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner