რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება შეუძლებელია. ამის შესახებ მან ბელორუსის არაღიარებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
„სულ უფრო და უფრო მეტი საღად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც უკვე იწყებენ ფიქრს: „რა იქნება შემდეგ, როცა ეს სიტუაცია დასრულდება?“ დღევანდელ პირობებში ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შექმნა ჩვენს გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას“, - განაცხადა ლავროვმა.