logo_geo
eng_logo
ქეთევან ხომერიკი: გურიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების სახელით იყო ჩამოსული „ნაცმოძრაობიდან“ ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ცინიკურად შეახსენებდა, თავის დროზე მასაც მოხვდა თუ არა „დუბინკა“.
- +

30 ივნისი. 2022. 18:16

 

 

გუშინ გურიაში მომხდარ ინციდენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გუშინ, გურიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების სახელით იყო ჩამოსული „ნაცმოძრაობიდან“ აი, ეს ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ცინიკურად შეახსენებდა, თავის დროზე მასაც მოხვდა თუ არა „დუბინკა“.

 

ამ პატარა ვიდეოდან ჩანს, როგორ „განიცდიან“ წარსულს, რაზე არიან წამსვლელები და როგორ ხედავენ მომავალს. ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლია, ასე შეახსენებენ თავს მთელ საქართველოში“, - წერს სოციალურ ქსელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner