გუშინ გურიაში მომხდარ ინციდენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინ, გურიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების სახელით იყო ჩამოსული „ნაცმოძრაობიდან“ აი, ეს ადამიანი, რომელიც მოქალაქეს ცინიკურად შეახსენებდა, თავის დროზე მასაც მოხვდა თუ არა „დუბინკა“.
ამ პატარა ვიდეოდან ჩანს, როგორ „განიცდიან“ წარსულს, რაზე არიან წამსვლელები და როგორ ხედავენ მომავალს. ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლია, ასე შეახსენებენ თავს მთელ საქართველოში“, - წერს სოციალურ ქსელში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ხომერიკი.