საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის შეჩერება არ შეიძლება. „უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლა“, - აღნიშნა მაკრონმა NATO-ს მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინაში დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს გაგზავნის.
„საფრანგეთი უკრაინას უახლოეს მომავალში კიდევ ექვს CESAR-ს გადასცემს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მაკრონმა.