logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლა
- +

30 ივნისი. 2022. 18:17

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის შეჩერება არ შეიძლება. „უკრაინის ბრძოლა არის ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლა“, - აღნიშნა მაკრონმა NATO-ს მადრიდის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინაში დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს გაგზავნის.

 

„საფრანგეთი უკრაინას უახლოეს მომავალში კიდევ ექვს CESAR-ს გადასცემს, რათა დაეხმაროს მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner