logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ 800 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ გამოაცხადებს
- +

30 ივნისი. 2022. 18:21

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის კიდევ 800 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ გამოაცხადებს.

 

„ჩვენ უკრაინას გამოვუყავით თითქმის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 800 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოცხადებას, რაც მოიცავს ახალი, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მეტ არტილერიას და აღჭურვილობას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

 

„ჩვენ ერთად ჩავდებთ მეტ რესურსს შესაძლებლობებში ყველა სივრცეში – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ სფეროში. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა და ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას, ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. თავის მხრივ, აშშ აკეთებს სწორედ იმას, რაც მე ვთქვი, რომ გავაკეთებდით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს ევროპაში, ჩვენ განვათავსებთ მეტ ხომალდს აქ, ესპანეთში, ჩვენ ვათავსებთ მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იტალიაში და გერმანიაში, მეტ „F-35“-ს გაერთიანებულ სამეფოში, აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად NATO-ს სამეთაურო შტაბს პოლონეთში, დამატებით ბრიგადას რუმინეთში, ამასთან ერთად, ძალების როტაციული განთავსება ბალტიის ქვეყნებში. მდგომარეობა შეიცვალა, რათა ჩვენ მოვახდინოთ ადაპტაცია იმ მსოფლიოსთან, რომელიც დღეს არის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე NATO-ს რეაგირებისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების ფონზე. აშშ აერთიანებს მსოფლიოს უკრაინის მხარდასაჭერად. მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს და პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner