აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული.
„საბოლოო ჯამში, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. სასურსათო კრიზისის მიზეზიც რუსეთია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა და მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს.