აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომისთვის ძალიან მძიმე ფასს იხდის.
„ნახეთ, რა გავლენა მოახდინა უკრაინის ომმა რუსეთზე. მათ ეკონომიკის თვალსაზრისით ის მიღწევები დაკარგეს, რომლის მოპოვებას 15 წელი დასჭირდა. [...] მათ გაუჭირდებათ ნავთობის მოპოვების შენარჩუნება, რადგან არ აქვთ ამის ტექნოლოგია. იგივე ეხება სისტემებსა და ზოგიერთ სამხედრო სისტემას. ასე რომ, ისინი ძალიან, ძალიან მძიმე ფასს იხდიან ამისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.