საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მომატებული ბზარების და ქვისცვენის გამო, არსებობს გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება. შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.