logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი, თავის ზრდილობით, ოჯახისშვილობით გამორჩეული პიროვნება გახლავთ, რაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როცა საშინელ, დაგეგმილ და გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან ძნელია
- +

30 ივნისი. 2022. 22:53

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტვ “პირველის” დამფუძნელ ვატო წერეთლსა და დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, პროვოკატორებისთვის, რომელიც ჯერ იგინებიან, მერე იცემებიან, მერე ტელეეკრანებთან ტირიან მთავარი სკანდალი და პროვოკაცია უფრო მნიშვნელოვანი.

 

,,როდესაც ქართველ კაცს, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებ, ცხადია პასუხიც შესაბამისი იქნება! როდესაც ვაჟკაცისთვის ყველაზე წმინდას შეეხები, ცხადია არავინ არ მოგითმენს! ანრი ოხანაშვილი, თავის ზრდილობით, პატიოსნებით, თავშეკავებულობით, და ოჯახისშვილობით გამორჩეული პიროვნება გახლავთ, რაც ყველასთვის ცნობილია არამარტო საქართველოსა და თბილისში. მაგრამ, როცა საშინელ, დაგეგმილ და გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან, ძალიან ძნელია, არ დაგვავიწყდეს რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი, რომ ქართველი კაცია, რომლისთვისაც ოჯახის სიწმინდეა უპირველესი! ხოლო, პროვოკატორებისთვის, რომელიც ჯერ იგინებიან, მერე იცემებიან, მერე ტელეეკრანებთან ტირიან მთავარი სკანდალი და პროვოკაცია უფრო მნიშვნელოვანი! აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ტყუილად ნუ დამმოძღვრავთ, რომ თითქოს და ძალადობას მომხრე ვიყო, კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ ქართულ ღვინოში ჩამფსმელებს და დედის სახელის შეურაცხმყოფებს ცოტა მეტი ჭკუა მოეთხოვებათ, სანამ პროვოკაციებს წამოიწყებენ!”- წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner