logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ასეთი უბინძურესი პროვოკაციებით ვერც "ტვ პირველი", ვერც ნაცოლიგარქების ჯიბის სხვა მედია, ვერც ნაცაქტივისტები რევოლუციურ პროცესებს ვერაფრით ააგორებენ
- +

30 ივნისი. 2022. 22:53

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ტვ “პირველის” დამფუძნელ ვატო წერეთლსა და დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, სხვა ვითარებაა ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და რაც მთავარია, მმართველი პარტიის ამომრჩეველი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მარგინალ რევანშისტებს წარმოუდგენიათ.

 

“არ იყო ძნელი მისახვედრი - დეპუტატ ოხანაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთგზის და გაეცა პასუხი. ვინ მოითმენდა ამგვარ სობილწეს? ასეთი უბინძურესი პროვოკაციებით ვერც "ტვ პირველი", ვერც ნაცოლიგარქების ჯიბის სხვა მედია, ვერც ნაცაქტივისტები რევოლუციურ პროცესებს ვერაფრით ააგორებენ.

საქართველოში არც 2003 წლის სცენარი განმეორდება და ვერც აკერმანისა თუ სხვა მსგავს უცხოელთა დესტრუქციული სცენარი. სხვა ვითარებაა ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და რაც მთავარია, მმართველი პარტიის ამომრჩეველი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მარგინალ რევანშისტებს წარმოუდგენიათ.

 

ანრი ოხანაშვილი: "ამერიკელებთან და ჩემს კოლეგებთან ყოფნის დროს ის მოვიდა [ვატო წერეთელი], ძალიან მთხოვა, რომ 2 სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაც, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა"- წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner