“ძალიან კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს, მის პიროვნებას, ესაა ძალიან მოწესრიგებული, წესიერი ადამიანი და ძალიან მიკვირს, რომ ის ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა,” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„კიდევ უფრო უარესია, როდესაც ეს ამერიკის საელჩოში ხდება. ვფიქრობ, რომ გამოძიება ამას დაადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.