“არავითარი ჯგუფური შეტევა იქ არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის საელჩოში ვატო წერეთელთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„არავითარი ჯგუფური და არავითარი შეტევა იქ არ ყოფილა. მე მასთან მივედი იმისთვის, რომ მეკითხა როგორ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია. არავითარი სხვა დამოკიდებულება იქ არ ყოფილა. მან შემდეგ განაგრძო ასევე ბინძური პროვოცირება, რაზეც პროპორციული პასუხი მიიღო. მე არ მიკადრია ის, რაც მან იკადრა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.