ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სასურსათო კრიზისი არა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებულმა სანქციებმა, არამედ პუტინის ომმა გამოიწვია.
„იმის საპირისპიროდ, რასაც პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიის საშუალებით ამბობენ, ეს სასურსათო კრიზისი ნატოს სანქციებით არ არის გამოწვეული. ეს გამოწვეულია პრეზიდენტ პუტინის ომით და საუკეთესო გზა სასურსათო კრიზისის დასასრულებლად ომის დასრულებაა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„[სასურსათო კრიზისის] გავლენა მძიმეა. სურსათის ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების იმპორტის კუთხით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.