logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო
- +

1 ივლისი. 2022. 00:22

 

 

“ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო,” - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან პროვოკაციული მიდგომები არ უკვირს. ხუნდაძის თქმით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი მისამართით ბოლო პერიოდში ძალიან ჭარბად ფიქსირდებოდა მუქარის შემცველი მესიჯები. მან ასევე ისაუბრა თუ რატომ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“ სამი დეპუტატი.

 

„ძალადობა მათთვის მახასიათებელია, რომელსაც ვერაფრით ვერ თმობენ, როგორც ვერ თმობენ ხელისუფლებას. ვფიქრობ, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

 

რაც შეეხება იმ საკითხს, ჩვენ თუ რატომ გამოვეყავით, აქაც მინდა, რომ სპეკულაციის სივრცე არ დავტოვო, რადგან ძირითადი მათი მესიჯი, რასაც ისინი ეყრდნობიან და საზოგადოებაში სურთ მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია - თითქოს, ჩვენ დასავლეთს ვებრძვით, ეს აბსოლუტურად არასწორია! ჩვენ დასავლეთს არ ვებრძვით და მას შემდგომშიც არ ვაპირებთ. ეს ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. უფრო მეტიც! ჩვენ სამი დეპუტატი ვართ, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებთან ერთად, რომლებმაც საკონსტიტუციო ჩანაწერს მხარი დავუწირეთ და ხელი მოვაწერეთ, რომ ქვეყნის კურსი არის განსაზღვრული. ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო. ევროპას მიმზიდველობა სწორედ აქვს ევროპული ღირებულებით, თანასწორუფლებიანობით, სამართლის უზენაესობით და როდესაც აქ ორმაგი სტანდარტის შემოტანა ხდება, მით უფრო, ამ პერიოდში, როდესაც გლობალურად საკმაოდ დაძაბულია ვითარება და პრაქტიკულად საომარ ვითარებაშია უკრაინა, მას თავს ესხმის რუსეთი, ამ პროცესში რყევადია მსოფლიო, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს რისკები და მათ დაცვა სჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner