logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სადაც კი გამოჩნდება შიკრიკების დამსმენთა გაერთიანებული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით, ყველგან აუცილებლად არის რაღაც ტიპის პროვოკაცია
- +

1 ივლისი. 2022. 00:26

 

 

“გაერთიანება, რომელთანაც საქმე გვაქვს, ეს არის დამსმენ შიკრიკთა გაერთიანება. რა ფუნქცია აქვთ? როგორც პოლიტიკოსები, არაფერს არ წარმოადგენენ და ამაში დავრწმუნდით მათი შედეგებით “, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ერთადერთი ფუნქცია, რაც აქვთ, გადიან საზღვარგარეთ, საქართველოს დასმენას ახორციელებენ, ცილს სწამებენ, იქიდან ღებულობენ დავალებას, მოდიან და აქ დავალებას ახმოვანებენ, ეს არ არის პოლიტიკური მოღვაწის არც ერთი შემადგენელი. ეს არის, მათ შიკრიკების ფუნქცია აქვთ. ახლა ეს შიკრიკობა მოინდომეს რეგიონებში. ჩვენ 2 მიტინგი ვნახეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა, სხვა საქმეა, რამ გამოიყვანა და რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც კი ესენი გაჩნდნენ და ჩაერთნენ სქემაში, იმ წუთში დაიწყო პროვოკაციები - სადაც კი გამოჩნდება ეს შიკრიკების დამსმენთა გაერთიანებული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით, ყველგან აუცილებლად არის რაღაც ტიპის პროვოკაცია“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner