ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ბოლოსდაბოლოს, ნუ გადაღუნეთ ტვინი ამ ,,ახალგაზრდობით"!
თითქოს, ახალგაზრდობა რამის გამართლება იყოს! თითქოს, ახალგაზრდობა რამე პრივილეგიას წარმოადგენდეს! თითქოს, ახალგაზრდა თავისთავად ნიშნავდეს მართალს, ჭეშმარიტს, ჯანსაღს!
ყველა, ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა, ვინც მკვლელებთან, მწამებლებთან და გამაუპატიურებლებთან ერთად ერთ კამპანიაშია ჩართული, ამ ქვეყნის შეგნებული თუ შეუგნებელი მტერია!
ყველა, ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა, ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სანდროს, ბუტას, ზურას, გიორგის, დათო ცინდელიანის, როინ შავაძის მკვლელებთან ერთად, სულხან მოლაშვილისა და სერგო თეთრაძის მწამებლებთან ერთად იქმნება, შეგნებული ან შეუგნებელი მავნებელია!
ახალგაზრდობა კოლექტიურ მეგის ქარდავასთან და უბირიასთან ერთად დგომის ინდულგენცია არ არის!”- წერს ჯაბა ხუბუა.