logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჩვენი პარტნიორების კრიტიკა ტაბუსავით იყო და რატომ? თუ ჩვენი პარტნიორები რაღაცაში ცდებიან, ამას ხმამაღლა რატომ არ უნდა ვამბობდეთ?
- +

1 ივლისი. 2022. 01:23

 

 

“ჩვენი პარტნიორების კრიტიკა ტაბუსავით იყო და რატომ? თუ ჩვენი პარტნიორები რაღაცაში ცდებიან, ამას ხმამაღლა რატომ არ უნდა ვამბობდეთ?,” - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„საქართველო რეგიონში საკვანძო ქვეყანაა, ამას ყველა ხედავს. ამ თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მე-3 მსოფლიო ომი დაწყებულია, ამ ფონზე როდესაც მსოფლიოს ახალი გადანაწილება ხდება, ჩვენი ადგილი, განსხვავებით იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იყო ქვეყანა, აბსოლუტურად ექსკლუზიურია.

 

მე არასოდეს მახსოვს, რომ საქართველო ამდენად იყოს პოზიციონერული როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი აზრი, თავისი ხედვა და მიუხედავად იმისა, მსოფლიო ჰეგემონები რას ფიქრობენ ამა თუ იმ თემაზე, ამის საპირისპირო ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას. რასაც სოზარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე საუბრობენ ეს ხომ ყველამ კარგად იცის. ჩვენი პარტნიორების კრიტიკა ტაბუსავით იყო და რატომ? თუ ჩვენი პარტნიორები რაღაცაში ცდებიან რატომ არ უნდა ვამბობდეთ ამას ხმამაღლა?! ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ის დამაზიანებელი საქართველოსთვის არ არის, რადგან საქართველოში იციან, რომ ეს არის ტყუილი. სააკაშვილი რომ საავადმყოფოში წევს, ეს მთელმა საქართველომ იცის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner