logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ბრიტანელებს აქვთ ნათქვამი: არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები - ეს ინტერესები საჭიროებდა საქართველოს ომში ჩართვას
- +

1 ივლისი. 2022. 01:25

 

 

“დიდი მეგობრობა და ძმობა საბჭოთა ნარატივია,” - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ახლა მსოფლიოში დრო მოვიდა, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს. მაკრონის, ჯონსონის, ბაიდენის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ყველა თავის თავზე ფიქრობს. ახლა ყველა ცდილობს, რომ უკრაინით გაანეიტრალონ ის საფრთხე, რომელიც ნებისმიერ მათგანს უდგას, განსაკუთრებით ნატოს წევრს ქვეყნებს. რეალურად ცივილიზაციური ომი მიდის, რუსეთი ეომება დასავლეთს და არა უკრაინას.

 

ბრიტანელებს აქვთ ნათქვამი: არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ეს ინტერესები საჭიროებდა საქართველოს ომში ჩართვას. ეს არის ცალსახა. ამაზე ვინც არ უნდა თქვას ეს ჩვენს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის, რადგან ეს ჩვენ დავინახეთ და ვიგრძენით“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner