logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სადაც კი გამოჩნდება დამსმენთა გაერთიანებული ორგანიზაცია, ამ შიკრიკების, „ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით, ყველგან რაღაც ტიპის პროვოკაციებია
- +

1 ივლისი. 2022. 01:42

 

 

“ჩვენ 20 და 24 ივნისს გამართული მიტინგები ვნახეთ - საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, საკითხავია რამ გამოიყვანა და რამდენად სასარგებლოა ეს ამ ქვეყნისთვის, ეს ცალკე თემაა. როგორც კი ესენი გაჩნდნენ და ჩაერთნენ სქემაში, დაიწყო პროვოკაციები. სადაც კი გამოჩნდება დამსმენთა გაერთიანებული ორგანიზაცია, ამ შიკრიკების, „ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით, ყველგან რაღაც ტიპის პროვოკაციებია,” - განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის დესტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

 

მან რადიკალურ ოპოზიციას და მასთან დაახლოებულ პირებს დამსმენ-შიკრიკთა გაერთიანება უწოდა.

 

„გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, ეს არის დამსმენ-შიკრიკთა გაერთიანება. მე ასე დავარქვი. რატომ? რა ფუნქცია აქვთ? - როგორც პოლიტიკოსები ისინი არაფერს წარმოადგენენ და ამაში დავრწმუნდით მათი შედეგებით. ერთადერთი ფუნქცია, რაც გააჩნიათ, გადიან საზღვარგარეთ, საქართველოს დასასმენად, ცილს სწამებენ, იქიდან დავალებას იღებენ. მოდიან და აქ დავალებებს ახმოვანებენ. ეს არცერთი პოლიტიკური მოღვაწის შემადგენელი არ არის. ეს შიკრიკების ფუნქციაა. ახლა ეს შიკრიკობა რეგიონებში მოინდომეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner