logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ამ ბურჭულაძემ რა „იჩალიჩა“, ვერ გავიგე...
- +

18 აგვისტო. 2016. 15:35


„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ამ ბურჭულაძემ რა იჩალიჩა, ვერ გავიგე... მოკლედ, მისი ერთადერთი შესაძლო კატეგორიის ამომრჩეველი იყო ის ხალხი, ვინც გარკვეულწილად განაწყენებულია „ოცნებაზე", მაგრამ ამის გამო, არაფრით არ მისცემს ხმას ნაცებს. ანუ, ტიპს შეეძლო დაეჭირა გარკვეული კუთხით შუა ძალის და ამავე დროს ნაცების, როგორც ოპოზიციური პარტიის ჩამნაცვლების ნიში და ამან რა ქნა? გაუერთიანდა „ყოფილ" ნაცებს, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის თამადობით, რომლებიც ხალხის თვალში კვლავინდებურად ასოცირებულები არიან მიშასთან. ორი ვარიანტია, ან ძალიან შტერია, ან მისი ამოცანაა, რომ არჩევნებში ძალიან ცოტა ხმას რომ აიღებს, ყვირილი დაიწყოს - გააყალბეს არჩევნებიო, რაც მისი ჭკუით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. აბა, ასე ხელოვნურად რატომ უნდა იგდებდეს ადამიანი თავის ხელით რეიტინგს, ვერაფრით ვერ ვხვდები, პირველად გავიგე, რომ ახლად შექმნილ პარტიას ასე გაურბოდეს ხალხი როგორც ლიდერშიფიდან, ისე ქვედა დონეებიდან", - წერს ბექა მჭედლიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner