logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ზურაბიშვილის რჩეული კადრი, საფრანგეთში ელჩი თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს და აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს, ირწმუნება, რომ წლებია მუდმივი ზეწოლის ფონზე უწევდა მოვალეობის შესრულება
- +

1 ივლისი. 2022. 14:32

 

 

„მოკლედ ითმინა, ითმინა და 3 ივლისის აქციის მოახლოებასთან ერთად აივსო მისი „მოთმინების“ ფიალაც აივსო და თანამდებობა დატოვა“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის მხრიდან თანამდებობის დატოვებას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, თეა კატუკია აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს და ირწმუნება, რომ წლებია მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე უწევდა საკუთარი მოვალეობის შესრულება.

 

„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რჩეული კადრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს. ის აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს და ირწმუნება, რომ წლებია მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის ფონზე უწევდა საკუთარი მოვალეობის შესრულება. მოკლედ, ითმინა, ითმინა და 3 ივლისის აქციის მოახლოებასთან ერთად აივსო მისი „მოთმინების“ ფიალაც. აივსო და თანამდებობა დატოვა. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელწერას ჰგავს. იქნებ და წინასწარ დაგეგმილი თამაშის ნაწილია... არ ვიცი, არ ვიცი“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner