logo_geo
eng_logo
მაიკო ელოშვილი თეა კატუკიაზე: საინტერესოა, 3 წელი რატომ ითმენდა ზეწოლას და შეურაცხყოფას ქალბატონი ელჩი? ან ზუსტად ახლა, როცა ქვეყნის შიდა და გარე მტრებს არსებული ხელისუფლების შეცვლის მცდელობები აქვთ, რატომ აევსო მოთმინების ფიალა?
- +

1 ივლისი. 2022. 15:08

 

 

„არნახულ ზეწოლაში“ ყოფილა 3 წელი იმის გამო, რომ პოლიტიკურად „ნეიტრალურს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მუდმივად „შეურაცხყოფდნენ“. მადლობას უხდის ქალბატონ პრეზიდენტს. ხვდებით ხომ, ვის ბოსტანში ისვრის კენჭებს?“ - წერს ჟურნალისტი მაიკო ელოშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

 

„საფრანგეთში საქართველოს ელჩი, თეა კატუკია წასულა თანამდებობიდან. „არნახულ ზეწოლაში“ ყოფილა 3 წელი იმის გამო, რომ პოლიტიკურად „ნეიტრალურს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მუდმივად „შეურაცხყოფდნენ“. მადლობას უხდის ქალბატონ პრეზიდენტს. ხვდებით ხომ, ვის ბოსტანში ისვრის კენჭებს? მძიმე დრო დაგვიდგა დიპლომატიურ კორპუსსო, თეა „შეურაცხყოფილმა“ განაცხადა. საინტერესოა, 3 წელი რატომ ითმენდა ზეწოლას და შეურაცხყოფას ქალბატონი ელჩი? ან ზუსტად ახლა, როცა ქვეყნის შიდა და გარე მტრებს არსებული ხელისუფლების შეცვლის მცდელობები აქვთ, რატომ „აევსო მოთმინების ფიალა?“ „ქართულ ოცნებას“ და დეპუტატთა „ტრიოს“ თუ რამე გაქვთ სათქმელი ხალხისთვის, თქვით. თორემ, ვირთხები გარბიან და მერე, გვიან იქნება“, - წერს ელოშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner