logo_geo
eng_logo
ლისის ტბაზე საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
- +

1 ივლისი. 2022. 16:05

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ლისის ტბაზე, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი  ღონისძიება „მათემატიკური მარათონი“ გამართა.

 

ღონისძიებაში სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა გასართობი აქტივობით ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებოდნენ.

 

მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. დასასრულს კი, ბავშვებისთვის აზოტის შოუ გაიმართა.

 

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner