logo_geo
eng_logo
სომხეთი და თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ
- +

1 ივლისი. 2022. 20:10

სომხეთი და თურქეთი მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„1 ივლისს ვენაში გაიმართა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში სპეცწარმომადგენელთა მეოთხე შეხვედრა. მხარებეი შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა მიერ სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, და დაიწყონ აუცილებელი საკითხების მოგვარება ამ მიმართულებით.

ასევე მიღწეულია შეთანხმება უმოკლეს ვადაში სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი სატვირთო ავიაგადაზიდვების დაწყების შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით გადასადგმელ სხვა საკითხებზე, რომელთა მიზანიც ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზება უნდა იყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner