უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები.
„ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ“, - აღნისნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ოდესაზე თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურობას აძლიერებს.
„მოვუწოდებ ყველას, ვინც სამთავრობო თანამდებობებს იკავებს, აღიქვან თავიანთი მოვალეობები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებაზე იმავე ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის მომზადებისას“, - აღნიშნა მან.