logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები
- +

1 ივლისი. 2022. 21:35

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები.

ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ“, - აღნისნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ოდესაზე თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურობას აძლიერებს.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც სამთავრობო თანამდებობებს იკავებს, აღიქვან თავიანთი მოვალეობები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებაზე იმავე ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის მომზადებისას“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner