რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ღამით განახორციელა სარაკეტო თავდასხმები ოდესის რეგიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.