საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის ნაკრებთან 79:66 დამარცხდა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, „რიგა არენაზე” გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი თად მაკფადენმა (22 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა) და თორნიკე შენგელიამ (21 ქულა, 5 მოხსნა) აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე მოპოვებული აქვს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება. საქართველოს ნაკრები მატჩის შემდეგ პირდაპირ სამშობლოში გამოემგზავრება და 4 ივლისს, ახალაშენებულ „თბილისი არენაზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.