ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ღამე ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სავარაუდოდ ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.