logo_geo
eng_logo
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა
- +

2 ივლისი. 2022. 01:00

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, რომელსაც მისი ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ხელმძღვანელობდა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რეგიონალურ სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა.

სამიტზე განხილული იქნა შავი ზღვის ქვეყნებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის პროექტების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პროექტები და ენერგეტიკული წყაროების ჩანაცვლების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტებმა სამიტზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

სამიტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ნავთობის და გაზის კომპანიების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner