logo_geo
eng_logo
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ
- +

2 ივლისი. 2022. 01:25

თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაღაცით უკმაყოფილონი არიან, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნები წაიკითხონ ან სხვა რამე გააკეთონ, - ამის შესახებ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისაქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ worldsport-თანგანაცხადა.

კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ, ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას.

კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელების მისამართით უხამსი ჟესტი აჩვენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner