logo_geo
eng_logo
ოდესის ოლქში დღეს გლოვის დღეა
- +

2 ივლისი. 2022. 11:26

 

 

„რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქის სოფელ სერგეევკაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ოლქის ტერიტორიაზე 2 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დღეს, გლოვის ნიშნად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახლებსა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

 

ცნობილია, რომ 1 ივლისის ღამეს რუსული ძალები ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხნენ თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner