პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა თემურ ლურსმანაშვილმაც დატოვა.
ლურსმანაშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობას და ასევე ფინანსების არქონას ასახელებს.
„მე პარტიაში, სიტყვიერად დანიშნული ვიყავი დამკვირვებელთა კოორდინატორად. სხვადასხვა მოვლენების გამო ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პარტია წინა ხელისუფლების ან მისგან განაყარი პარტიების სატელიტი აღმოჩნდა, რაც ჩემთვის მიუღებელია. გარდა ამისა, პარტიას არ გააჩნდა არანაირი სახსრები - ორი თვეა ვმუშაობთ და მოსახლეობასთან მისასვლელი პირი გავტეხეთ, რადგან კოორდინატორებზე შეპირებული ვიყავით ხელფასის მიცემას, საქმიან ურთიერთობას. ამიტომ ჩავთვალე მიზანშეწონილად პარტიის დატოვება“, - განაცხადა თემურ ლურსმანაშვილმა.
მისი თქმით, პარტიის დატოვების სურვილი სხვებსაც აქვთ.