„თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, ერთ-ერთ მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პატიოსანი და მძიმე შრომით თქვენ შეგაქვთ ძალიან დიდი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში. თქვენი მომსახურებით გაწეული შემოსავალი ჩვენი ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადების, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემისა და თქვენი მომზადების შედეგია ის, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, ერთ-ერთ მოთხოვნად მეზღვაურებს მსოფლიოში. ზუსტად თქვენი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერთიტიკატი 26-ზე მეტ ქვეყანაშია აღიარებული.მათ შორის, ევროკავშირის 19 ქვეყანაში და ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებს აქვთ საშუალება, ხელშეკრულება ქართველ მეზღვაურებთან გააფორმონ და იმსახუროთ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ქვეყნების დროშის გემებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.