logo_geo
eng_logo
ნ ა ბ ი ჭ ვ რ ე ბ ი
- +

2 ივლისი. 2022. 12:35

 

 

უკრაინის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის უღირსი საქციელი, ჩემი ღრმა რწმენით, არ ყოფილა „რაიმეზე“ უცაბედი ემოციური რეაქცია, ანუ არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. სპორტსმენები, მითუმეტეს, ზრდასრულები და მითუმეტეს, გამარჯვებულები ასე არ იქცევიან. ქართველი კალათბურთელების მისამართით ამ ნაბიჭვარმა ის ჟესტი გააკეთა, რასაც აგერ უკვე მეექვსე თვეა მთელ საქართველოს გვიკეთებენ ზელენსკი, არახამია, პოდოლიაკი, დანილოვი, გონჩარენკო, არესტოვიჩი... რომლებსაც ვერაფრით მოუნელებიათ, რომ მათი გაურკვეველი ინტერესების სამსხვერპლოზე არ მივიტანეთ ქართველი ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე(?).

 

სამწუხაროა, მძიმედ სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკრაინის ომის მიმართ ყველა თავმოყვარე ქართველს გაორებული დამოკიდებულება აქვს - ვგულშემატკივრობთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ ვგულშემატკივრობთ უკრაინის უღირს ხელისუფლებას(!). მწარე სიმართლეა, მაგრამ სიმართლეა.

 

იმ ხანგრძლივი აღვირახსნილი კამპანიიდან გამომდინარე, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ ხორციელდება (არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან), ჩვენს გულსა და გონებას დაახლოებით ასეთი შინაარსის  ბუნებრივი და სრულიად სამართლიანი ფიქრი მართავს -

 

როცა საქმე ჩემს პირად ღირსებას ეხება და მითუმეტეს, ჩემი სამშობლოს ღირსებას ეხება,.. ყველას და ყველაფერს არ მოუკვდა (შეგიძლიათ ბრჭყალებშიც ჩასვათ) პატრონი?!!

 

ბიძინა  დვალი

 

02.07.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner