logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას
- +

18 აგვისტო. 2016. 16:18


სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან მორიგი კომენტარი გააკეთა.

 

„მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ ჩვენი ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და გამოძიების მიმდინარეობას. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ვპირდები ამას. როგორც კი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე დეტალი ცნობილი გახდება, მოვახსენებ უშუალოდ საზოგადოებას, მათ შორის მშობლებსაც", - აღნიშნა ლევან იზორიამ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.


სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაწყებისთანავე პირად კონტროლზე აიყვანა.


მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner