logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას - ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას
- +

2 ივლისი. 2022. 13:19

 

 

„ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას - ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„გვესმის, თითქოს, ეს არის იძულება თანხმობის მთავრობისკენ. ტერმინიც შეცვალეს, რათა გარკვეულწილად შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ტექნიკური მთავრობის ნაცვლად, ახლა საუბრობენ თანხმობის მთავრობაზე. რა თანხმობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბარია იძულებაზე, რომელიც აიძულებს, ერთი მხარე მეორე მხარეს რაღაცის გაკეთებას იქ, სადაც არის იძულება. დეფინიციის მიხედვით, იქ უკვე ვერ იქნება თანხმობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცნობილია, ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. გუშინ ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოწოდებებიც. გასაგებია, რაც მათ აქვთ, ეს არის დესტრუქცია. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას, ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა, საბოლოო ჯამში, აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის აგრესია პოლიტიკურ ელიტაში, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს.

 

„თავისთავად, სადაც არის კანონის დარღვევა და ძალადობა, იქ შესაბამისი რეაგირებაც იყო პოლიციის მხრიდან, მაგრამ სწორედ ამაზე ვსაუბრობ და ამიტომაც არის პირველ პუნქტად მონიშნული დეპოლარიზაცია. პოლარიზაციის შედეგი არის აგრესია, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში აგრესია, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახით შეიძლება, გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ჩვენი მოწოდებაც სიმშვიდისკენ, დეპოლარიზაციისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner