თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში აფეთქება მოხდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს იყო მესამე აფეთქება თურქეთში.
მანქანაში, რომელიც აფეთქდა, სამხედროები იმყოფებოდნენ, რომელთაგან სამი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 კი - დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული. ამავე პროვინციაში, ქურთ მებრძოლებთან მომხდარ შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი სამხედრო.
თურქეთის არმია პროვინცია ბითლისში ანტიტერორისტული ოპერაციას ატარებს.