კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის დამარცხების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები უნდა შეიცვალოს.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ დასავლეთი „უფრო კონსტრუქციული“ უნდა იყოს.
„აცხადებენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე აუცილებლად უნდა დამარცხდეს. მოდით, კიდევ ვისაუბროთ რაღაც უფრო კონსტრუქციულზე. იმედი ვიქონიოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გონიერება მაინც რჩება კოლექტიურ დასავლეთში. და ის ფაქტი, რომ ეს გონება სრულად არის შენარჩუნებული ჩვენს ქვეყანაში, უდავოა. ეჭვი არ გეპარებათ“, - განაცხადა პესკოვმა.