logo_geo
eng_logo
კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა
- +

18 აგვისტო. 2016. 17:23


ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა თანამდებობა დატოვა. კახიაშვილი არ გამორიცხავს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება.

 

„ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 19 სექტემბერს გაიმართება.

 

როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას.

 

რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია", - განაცხადა კახი კახიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner