საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის წყვილთა თანრიგი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველისა და მოლდოველი რადუ ალბოტის დუეტმა ეკვადორელი დიეგო იდალგოსა და კოლუმბიელი კრისტიან როდრიგესის წყვილი 5-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ბასილაშვილი, თავის მეწყვილესთან ერთად, უიმბლდონის წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალში კოლუმბიელ ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დაუპირისპირდება.