logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს
- +

2 ივლისი. 2022. 20:01

 

 

უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს, - როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში ვიდეოკავშირის დროს განაცხადა.

 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც 5 თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.

 

„დიდი გზა არის გასასვლელი, თუმცა ევროპა თქვენს მხარეს იქნება გზის ყველა ეტაპზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner