უკრაინის ევროპული პერსპექტივა ნათელია, მაგრამ ევროკავშირის წევრობისკენ გზა დიდ დროსა და რთულ სამუშაოს მოითხოვს, - როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში ვიდეოკავშირის დროს განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც 5 თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.
„დიდი გზა არის გასასვლელი, თუმცა ევროპა თქვენს მხარეს იქნება გზის ყველა ეტაპზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.